ტყუილის ანატომია-ტყუილომანია
პოზიცია - 10:38, 14 Feb, 2013     5731


ტყუილი-დიდი პოლიტიკური იარაღია პოლიტიკოსების ხელში. კი ამბობენ არსებობს კეთილი ტყუილიცო, ოღონდ შემდგომ ამ კეთილი ტყუილის მიერ გამოწვეულ შედეგებზე აღარ ვფიქრობთ.


ტყუილს იყენებდა ადადან და ბაბადან ყველა პოლიტიკოსი, ტყუილს შეუძლია პიროვნებას მოუტანოს, როგორც პირადი წარმატება, ისევე უბედურებაც.
ტყუილს ოსტატურად იყენებენ ქართველი პოლიტიკოსებიც და მათი მხარდამჭერებიც.
პროფესიონალ მატყუარას შეუძლია ტყუილი ჭეშმარიტებად ისე გაასაღოს ხალხში, რომ ჭეშმარიტება და სიმართლე ხალხმა ტყუილად-სიცრუედ მიიღოს.


ტყუილი მით უფრო საქართველოში „ფასობდა“ და „ფასობს“. მას იჯერებენ, რადგან ეზარებათ, ეძებონ სიმართლე, თუ იმას ვინც ტყუილს დაიჯერებს მიანიშნებენ, რომ მან სიცრუე გაავრცელა ან თქვა, მას ყოველთვის შეუძლია თავი იმართლოს-მე ხომ არ მომიფიქრებიაო.
ყველაზე დიდი შრომას ტყუილის მთქმელისგან ითხოვსის , რომ მისი ნათქვამი სხვას გადაბრალდეს, ანუ სხვისი ნააზრევში თავისი ტყუილი ისე გამოუროს, ვითომ იმ სხვამ თქვა.


მოკლედ, ტყუილის ბევრნაირი სახეობა არსებობს, მაგრამ მათი მთავარი მიზანია, ხალხი შეცდომაში შეიყვანოს, დააჯეროს და ტყუილის მთქმელის მხარეს გადმოიყვანოს.


დემაგოგიაც ტყუილის ერთგვარი სახეობაა.


ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ტყუილომანიაში არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებიც აქტიურად არიან ჩართულები. ზოგი შეგნებურად, ზოგი კი შეუგნებლად ახდენს ტყუილის ან დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას.
ვირტუალური სამყაროც არ ჩამორჩა ტყუილომანიას, უბრალოდ ვირტუალურ სივრცეში ამან „გაპრავების“ ერთ-ერთი სახეობა შეჰქმნა. მაგალითად, ერთი მხარე დებს ინფორმაცია და მეორე მხარეს კი არ გააჩნია პასუხი, მეორე მხარე მაქსიმალურად ცდილობს საუბრის თემა გადაიტანოს იმ თემაზე რაც მისთვის მომგებიანია, ამიტომ განსახილველი თემის მაგივრად ის დებს სრულიად სხვა „ლინკს“, სრულიად სხვა საკითხთან დაკავშირებით, აგრეთვე არიან ისეთი პიროვნებები, რომლებიც რომელიმე საკითხის განხილვისას შემოიფარგლებიან სილ 2 სიმბოლოთი- „:))))))))))))))))))))))“, რაც იმის მანიშნებელია, რომ „მე თქვენზე ჭკვიანი ვარ და ამ დისკუსიას ბავშვურად მივიჩნევ“- და შემდგომ ამაყი სახით ტოვებს განსახილველ თემას, ანუ მაქსიმალურად ცდილობს რომ თემის თუ საკითხის აქტიურობა გააუფასუროს, ან მიანიშნოს რომ თემა არის სიცრუე და ტყუილი, სინამდვილეში კი ცდილობს არ გამოაჩინოს რომ მას არ ძალუძს ამ საკითხში დისკუსია. ყველას არ ეხება ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი „ოპონენტები“ ძალიან მომრავლდნენ ინტერნეტსივრცეში.
ხოდა, გამოდის, რომ ტყუილს არც ისე მოკლე ფეხები ჰქონია, თუ შეძლებ მაგ ტყუილის მუდმივად „გაპრავებას“.


გიორგი შარაშენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42