"როგორც მოგეხსენებათ, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ზვიად ჯანყარაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებული იყო ჟურნალისტი ირაკლი კორძაია, ვინაიდან იგი სატელევიზიო გამოსვლებში ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებდა, რომ შეგნებულად აფერხებდა ბიზნესმენ ხარძიანის ქონების დაბრუნების პროცესს და ხელს უშლიდა სამართლიანობის აღდგენას. დაკითხვამდე მას განემარტა თუ რა საქმის ირგვლივ იყო დაბარებული, რა დროსაც მან მოითხოვა დაკითხვას დასწრებოდა ადვოკატი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მოწმის თხოვნით დაკითხვას ესწრება მისი ადვოკატი, ადვოკატის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.
მიუხედავად ამისა, რომ პროკურატურას შეეძლო არ გადაედო კორძაიას დაკითხვა, მისცა გონივრული ვადა ადვოკატის წარმოსადგენად, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი ოქმი, რომლის ხელმოწერაზეც კორძაიამ გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა და დატოვა პროკურატურის შენობა. ირაკლი კორძაია როგორც კი გამოცხადდება ადვოკატთან ერთად მოხდება მისი დაკითხვა", - ანათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






