ახალციხის სასამართლომ სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა
სამართალი - 16:51, 07 May, 2015     1518
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძის და ვაჟა ნარიმანიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილი დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით კუბლაშვილი 2014 წლის 28 აგვისტოს სამართალდამცველებმა თანასოფლელების ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძისა და ვაჟა ნარიმანიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაბა ადიგენში მამა-შვილს დავით და მირზა კუბლაშვილებს შელაპარაკება მოუვიდათ ბექა სირბილაძესთან, მის ძმასთან ბორის სირბილაძესთან, გიორგი სირბილაძესთან, ვაჟა ნარიმანიშვილთან და მამუკა სირბილაძესთან. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დავით და მირზა კუბლაშვილებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დავით კუბლაშვილმა შურისძიების მიზნით საკუთარი სახლიდან აიღო მისი კუთვნილი სანადირო თოფი და ბექა სირბილაძის, ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძის და ვაჟა ნარიმანიშვილის მიმართულებით მოახდინა რვა გასროლა, რის შედეგადაც ადგილზე მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ ბორის სირბილაძე, გიორგი სირბილაძე და ვაჟა ნარიმანიშვილი, ხოლო ბექა სირბილაძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

დავით კუბლაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით დ.კუბლაშვილს სასჯელის საბოლოო სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42