რატომ დაიბარეს გამგებლის მოადგილე დაკითხვაზე და რა პროვოკაციას აქვს ადგილი ზენაიშვილის წინააღმდეგ
სამართალი - 15:45, 07 May, 2015     1736

გუშინ ლანჩხუთში გამგეობის ყოფილი თანამშრომლის ესე სარჯველაძის დაკავების შემდეგ, დაკითხვაზე გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი დაიბარეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებას ზენაიშვილთან კითხვები სარჯველაძის ჩვენების შემდეგ გაუჩნდა, როცა ამ უკანასკნელმა ინდმეწარმისგან აღებული ქრთამის მიმღებად სწორედ გამგებლის მოადგილე დაასახელა.

„გურიის მოამბე" დაუკავშირდა ვახტანგ ზენაიშვილს, რომელიც მომხარში პროვოკაციის ნიშნებს ხედავს, თუმცა არა პოლიტიკური თვალსაზრისით:

"გუშინ რომ აიყვანეს ის სარჯველაძე, გამოძიებას მიაწოდა ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს ჩემი სახელით მოქმედებდა. გაირკვა საბოლოოდ ის, რომ ინდ მეწარმესთან, ვისაც ეს თანხა გამოართვა, ახსენა ჩემი სახელი, რომ თანხა უნდა გადმოეცა ჩემთვის. რაც არის სრული აბსურდი. არც შეიძლებოდა მსგავსი რამ ყოფილიყო. დაკითხვაზე ვიყავი დაბარებული და ვუთხარი იმათ, რომ ეცალათ ვისთან მიიტანდა სარჯველაძე თანხას და გაერკვეოდნენ ყველაფერში. ამაზე მიპასუხეს, რომ დარწმუნებულები იყვნენ ჩემს სიმართლეში, რომ არაფერ შუაში მე არ ვიყავი და უბრალოდ ეს ადამიანი იყენებდა ჩემს სახელს. არანაირი კითხვები მათ არ დარჩათ ჩემთან.

რაც შეეხება ინდ. მეწარმეს, რომელიც შემოვიდა გამგეობაში, მისი განცხადებით, მას იჯარით სურდა რაღაც მიწის ნაკვეთის აღება, ეს ყველაფერი კანონის სრული დაცვით არის გაკეთებული, ღიად და გამჭირვალედ. იქ რაიმე კითხვები არ არსებობს. არანაირი შეღავათები მისთვის, რაც კანონთან არ მოვიდოდა შესაბამისობაში, არ გაგვიკეთებია და არანაირი საფძველი არ არსებობდა, რომ ამ ადამიანს ვინმესთვის ქრთამი გადაეხადა. ნაკვეთი რომელიც არის 4 ათასი ლარის ღირებულების, არა მგონია რომელიმე ჭკუათმყოფელმა მეწარმემ 2 500 ლარი გადაიხადოს წელიწადში და შეთანხმდეს იმაზე, რომ დამატებით ქრთამი გადაიხადოს 3 ათასი. აქ ლოგიკა არ არსებობს".

აქვს თუ არა ადგილი რაიმე სახის პროვოკაციას მის, როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის წინააღმდეგ, გვპასუხობს, რომ ამის ნიშნები იკვეთება:

" ზოგადად პროვოკაციის ნიშნებს ატარებს, ეს ყველაფერი, მაგრამ არა პოლიტიკურს. ივნისის პირველ რიცხვებში მე ამაზე გავაკეთებ ბრიფინგს და გამოვთქვამ ჩემს აზრს"-გვითხრა ზენაიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42