საქართველოს პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროკურატურის შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელი პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქართულ სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. თავისმხრივ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა თანამშრომლობისთვის სრული მზაობა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მათი წარმომადგენლობა ახლო მომავალში გაიხსნება.
ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურს (DEA) წარმომადგენლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს გახსნილი და ძირითადად ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მუშაობს. აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები საქართველოს მთავარ პროკურატურას პირველად ესტუმრნენ და უახლოეს პერიოდში საქართველოში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები






