"ვეძებ პროკურორს რომ მოვიდეს სასამართლოში, დღემდე ეს ვერ მოვახერხე"- დავით კირკიტაძე
სამართალი - 14:43, 07 May, 2015     1203
საქალაქო სასამართლოში დღეს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის საქმის წინასასამართლო სხდომა იწყება. პროცესზე შესვლამდე კირკიტაძემ კომენტარი მედიასთან გააკეთა და განაცხადა, რომ პროკურატურა და ფინანსური პოლიცია ივანიშვილის ხელში პოლიტიკურ იარაღად არის ქცეული.მისი თქმით, მას ისეთივე შემხებლობა ჰქონდა ტრაქტორთან და გრეიდერებთან, როგორი შემხებლობაც აქვს ქვეყნის მთავარ პროკურორს მის ბალანსზე არსებულ ავტომობილებზე.


„სამწუხაროა, რომ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ხელისუფლების მხრიდან ჭრელ სახეებსა და სულელური და უაზრო განცხადებების კეთებას. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. რამდენიმე თვის წინ, მათ ჩაატარეს პრესკონფერენცია და მოსახლეობას აუწყეს, თითქოს დიდი დანაშაული გახსნეს. იმის მერე ვეძებ პროკურორს, ვეძებ ადამიანებს, რომ მოვიდნენ სასამართლოში და ეს პროცესი სამართლებრივ სიბრტყეში გადავიდეს. სამწუხაროდ, დღემდე ეს ვერ მოვახერხე.

იმედია, დღევანდელ პროცესზე პროკურორი გამოცხადდება და შესაბამისად, მოსახლეობა სრულ სიმართლეს გაიგებს. სიმართლე მარტივია, რომ პროკურატურა და ფინანსური პოლიცია ოლიგარქ ივანიშვილის ხელში ქცეულია პოლიტიკურ იარაღად და არცერთ მიმდინარე პროცესზე, რომელზეც არსებობს საზოგადოების დიდი ინტერესი, არ აქვს საერთო სამართალთან, არაფერი არ აქვს საერთო კანონთან და და ეს პროცესები, ისევე როგორც ჩემი პროცესი, არის პოლიტიკური. მოსახლეობა ამაში ნაწილობრივ უკვე დარწმუნებულია“, - განაცხადა კირკიტაძემ.

მისი თქმით, ის არავის ათხოვებდა ამ ტრაქტორებს და არც არავის მისცემდა სარგებლობაში.
ამას ყველაფერს აკეთებდა შესაბამისი სამსახური, ისევე როგორც, ამას აკეთებს ყველა სახელმწიფო სამსახურში სამეურნეო-საფინანსო სამსახური.

დღევანდელ პროცესზე მხარეები მტკიცებულებათა ნუსხას წარადგენენ და მოითხოვენ თავიანთი მტკიცებულების სასამართლოში დაშვებას.

დავით კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42