რა ელის ბიუჯეტს 6 თვეში - ,,ოცნების დაპირებებით ლარი დღეს სამარეში იქნებოდა“ - რომან გოცირიძე
პოზიცია - 14:40, 07 May, 2015     12090
მთავრობა 6 თვის შემდეგ ფიქრობს ბიუჯეტის კორექტირებაზე, ეს კი თავისთავად გულისხმობს, რომ ბიუჯეტის ნახევარი დახარჯული იქნება და შესამცირებელი არაფერი დარჩება. 6 თვის შემდეგ, ბიუჯეტის ნახევარი შეჭმული იქნება - ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე ,,ნიუპოსტთან“ ლარის დევალვაციის მიზეზებსა და მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსავლის გზებზე საუბრობს.

„ლარის სტაბილურობისათვის სავაჭრო ფონდის მისია იყო ჩამოსული და ერთ-ერთი რჩევა მთავრობისადმი იყო ბიუჯეტის სეკვესტრის განხორციელება და ამით ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. ვინაიდან მხოლოდ მონეტარული მეთოდებით, ანუ ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებით, ლარის დევალვაციის შემცირება და კრიზისის თავიდან აცილება იყო შეუძლებელი, ასეთი იყო სავაჭრო ფონდის დასკვნა და ამიტომ მთავრობას უნდა განეხორციელებინა სხვადასხვა ღონისძება, მათ შორის სწრაფი ეფექტის მისაღწევად ბიუჯეტის შეკვეცა. შემდეგ მთავრობამ, ამას უწოდა“ ქამრების მოჭერა“, რაც გამოიხატებოდა მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით, სინამდვილეში ესეც კი არ განხორციელებულა და ცალკეული სამინისტროების სიმბოლური განცხადება მოვისმინეთ თანხების შესაძლო შემცირები შესახებ, რომლის განხილვა სერიოზულად არც კი ღირს, აქ ლაპარაკია კაპიკებზე - ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული ქამრების მოჭერა ბენზინის მოხმარების შემცირებასა და საკანცელარიო საგნებამდე იქნა დაყვანილი. ის, რომ ბიუჯეტის კორექტირებაზე იფიქრებენ 6 თვის მერე, ეს იმას ნიშნავს რომ ფაქტიურად ნახევარი ბიუჯეტი იქნება დახარჯული და შესამცირებელი არაფერი დარჩება“ - განუცხადა „ნიუპოსტს“ რომან გოცირიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები პოპულისტური და არაკომპეტენტური იყო. მისი თქმით, დენის ტარიფის კლება მაკროეკონომიკური გარემოს პროცესის გაუარესებაში, პირველი დიდი და მცდარი ნაბიჯი იყო.

„მთავრობა ბიუჯეტს უყურებს არითმეტიკულად და ამბობს, რომ მიმდინარე ხარჯვა, ნაკლებია ვიდრე შემოსავალი და ბიუჯეტის როლი ლარის დევალვაციაში არის ნული. ეს არის მთავრობის თეზისი, რაც არასერიოზულია. არითმეტიკულად არ შეიძლება შეხედო ბიუჯეტს, თავისთავად ბიუჯეტი არის უკვე ქვეყანაში ფინანსური დესტაბილიზაციის წყარო, უამრავი სუბსიდირებაა - გაზის სუბსიდირებაც კი დაიწყეს. არაეფექტური ბიზნეს თუ სხვა ხარჯები, მთავრობის პოლიტიკური ჩარევა მარეგულირებლის საქმიანობაში - ამით დღეს თუ ხვალ გაკოტრდება ყველა ენერგო კომპანია, თუკი ტარიფები არ შეიცვალა - არ გაიზარდა და მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესების პროცესში. პირველი აგურის გამოსვლა, ამ გაუფასურებაში იყო დენის ტარიფის კლება, არაკომპეტენტური და პოპულისტური საარჩევნო დაპირების შესრულების მიზნით და კიდევ კარგი, რომ ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებების მხოლოდ 5 % შესრულდა, თორემ მისი ნახევარიც რომ შესრულებულიყო დღეს საქართველოს ეკონომიკა და ლარი იქნებოდა სამარეში“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება გამოსავალს არსებობს ეკონომიკური კრიზისიდან, რომან გოცირიძის თქმით, სწრაფი ეფექტურობიოსთვის აუცილებელია ბიუჯეტის კორექტირება.

„სწრაფი გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა 6 თვის წინ, ახლა თავიდან ბოლომდე უნდა მიხედონ ეკონომიკას და დაუბრუნდნენ ეკონომიკის განვითარების სწორ გზას, რაც კი რაიმე შექმნეს სააგენტოები და პროგრამები - ეს ყველაფერი გასაუქმებელია და ნულიდანაა დასაწყები, თუ უნდათ რომ ფუნდამენტური ცვლილებები მოხდეს, ხოლო სწრაფი გადაწყვეტილება არის ბიუჯეტის კორექტირება და ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება, რასაც ეროვნული ბანკი თავისმხრივ აკეთებს, თუმცა შესაძლოა ამ პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება - ანუ, ფულის მასის მეტი შემცირება, რაც ეკონომიკური ზრდის შემცირებასა და უმუშევრობას გამოიწვევს, მაგრამ ეს იქნება ნაკლები ბოროტება ვიდრე ის, რაც ლარის დევალვაციით მოსდის სოციალურ და ეკონომიკურ სფეროს“ - აცხადებს რომან გოცირიძე.


რუსუდან ქიმერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42