შსს-ს თანამშრომლებმა სამი წვევამდელი აწამეს - პროკურატურის განცხადება
სამართალი - 13:24, 07 May, 2015     5855

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქ. თბილისის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძლების არსებობის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანაშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

"ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტმენტის გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის საგუშაგოზე მივლინებულმა წვევამდელებმა - გ. გ.-მ, ზ. ნ.-მ და ა.თ.- მ, 2014 წლის ივლისში, თვითნებურად, დროებით დატოვეს საგუშაგო, რისთვისაც მათი დაშინებისა და დასჯის მიზნით, ოცეულის მეთაურმა - შ. ს.-მ, ათეულის მეთაურმა - პ.ხ.-მ და ათეულის სერჟანტმა - ლ.ქ.-მ, ისარგებლეს რა სამსახურებრივი მდგომარეობით, წვევამდელები ჩაიყვანეს ყაზარმის სარდაფში, სადაც ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცემეს ხელებით და ფეხებით, დააყენეს მუხლებზე, რა დროსაც შ.ს.-მ საქამრიდან ამოიღო მასზედ განპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით. წვევამდელების ცემა, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა გრძელდებოდა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის შემდგომ, კვლავ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დადგენილი წესის უგულებელყოფით, შ.ს-მ, პ.ხ-მ, და ლ.ქ-მ დაზარალებულები აიძულეს ჯარისკაცის სრული აღჭურვილობით (იწონის 25 კგ-ს), დაახლოებით 24 საათის განმავლობაში შეუცვლელად მდგარიყვნენ საგუშაგოზე. ორმა დაზარალებულმა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას ვერ გაუძლო, რის შედეგადაც კვლავ თვითნებურად მიატოვეს საგუშაგოს ტერიტორია.

ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც სასჯელის სახით განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 9-დან 15 წლამდე ვადით. წამების წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტად", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42