გარდაცვლილი პატიმრის დედა მზია ნიქაბაძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დიმიტრი დარბაისელის და მისი მოადგილის, გეგუთის N14-ე დაწესებულების დირექტორის, კახაბერ ბებიას პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს. მისივე განმარტებით გიგა ფარტენაძე საკანში ფსიქიკურად დაავადებულ პირებთან ერთად მოათავსეს.
„საქართველოს მთავრობას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მივმართავ თხოვნით, დაეხმარონ გიგა ფერტენაძის ოჯახს სამართლიან გამოძიებაში. გიგას მკვლელობიდან ერთ წელზე მეტი გავდა, მაგრამ საქმით არავინ დაინტერესებულა. მივმართე პარლამენტსაც, საქმე მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშშიც მაგრამ არავინ დაინტერესდა.
გამოძიებამ ვერ დაკითხა საქმის ერთადერთი მოწმე გიორგი კაჭარავა. არ დაკითხულან გიორგი დარბაისელი და კახაბერ ბებია. ეს ადამიანები არიან საქმის მონაწილეები, მხოროდ ის სამი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები არ არიან მკვლელები. დამნაშავეები არიან ციხის ბადარაგებიც, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს წესრიგი,“-განაცხადა გარდაცვლილის დედამ მზია ნიქაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ გეგუთის N14-ე დაწესებულებაში 2014 წლის 4 მარტს გიგა ფარტენაძე საკანში მოკლული იპოვეს. გამოძიებამ ფარტენაძის სამ თანამესაკნეს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები






