საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლორან ფაბიუსი 9 მაისს, მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებაზე ჩავა, თუმცა სამხედრო აღლუმს არ დაესრება.
„აღლუმს არ დავესწრები, თუმცა, ყვავილებს მივიტან და შემდეგ კრემლში წავალ“ - განაცხადა მინისტრმა რადიოსადგურ „ევროპა 1-ის“ ეთერში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ღონისძიებაში მონაწილეობაზე დასტური 30-მდე ქვეყანამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, მოსკოვში ჩასვლაზე უარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, გერმანიის კანცლერმა - ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა, აშშ-ის, საქართველის, ავსტრიის, მოლდოვას, ხორვატიის, შვედეთის, ჩერნოგორიის, ფინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებმაც განაცხადეს. კურილიის საკითხთან არსებული დავის გამო, მოსკოვში არც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე ჩა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






