სიცილიის სანაპიროებთან ლიბიელი მიგარატების ნავი ჩაიძირა.
ინფორმაციას, საერთაშორისო ორგანიზაცია - Save the Children ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილმა არალეგალებმა სანაპირმდე მიღწევა მოახერხეს, თუმცა 40-მდე მიგრანტი დაიხრჩო.
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის შემთხვევები ხშირია, მაშინ როდესაც ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ნავით გადასვლას ცდილობენ. გასული თვის განმავლობაში, იტალიის სანაპიროებთან არალეგალების გემების კატასტროფის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსრიდა, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შეგახსენებთ, ამ წელს ერთერთი ყველაზე დიდი ტრაგედია რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა. ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 700-მდე ადამიანიდან, მაშველებმა მხოლოდ 28-ის გადარჩენა მოახერხეს.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში ათიათასობით ადამიანი გადავიდა, რომელთა უმეტესობა ომსა და კონფლიქტებს გაექცა.
გაერო-ს მონაცემებით, საზღვრის არალეგალური გადაკვეთის მცდელობისას, წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 1.600-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






