2 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტში“ რეისით “შარჯა-თბილისი” შემოსულ სომხეთის მოქალაქეს, ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩნდა. მებაჟე ოფიცრებმა ფ.კ.-ს ხელბარგში 15 ცალი მობილური ტელეფონი (SAMSUNG GALAXY 7ც, IPHONE 7ც, HTC 1 ც), ლეპტოპი (HP), ტაბი (SAMSUNG GALAXY),ფოტოაპარატი (CANON), 24 ც ე.წ. გადამყვანი (USB), ასევე 24 ც. მობილური ტელეფონის დამტენი,21 ც. ყურსასმენი, სათვალთვალო კამერა, პროექტორი და სუნამოები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 12423,62 ლარი შეადგინა. ფ.კ-ს სსკ-ის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 12423,62 ლარის ოდენობით.
2 მაისს, ამავე რეისით თბილისში სომხეთის კიდევ ერთი მოქალაქე ე.მ. ჩამოვიდა, მასაც ხელბარგშიც არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 10 ცალი მობილური ტელეფონი (SAMSUNG GALAXY), ლეპტოპი (ACER), 10 ერთეული სუნამო და მობილური ტელეფონების აქსესუარები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4139,68 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ე.მ-ს სსკ-ის 289-ე მუხლის მე -10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4139,68 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






