გასული 24 საათის განმავლობაში, არაბულმა კოალიციამ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენის ტერიტორიაზე 150 ავიაიერიში მიიტანა.
ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2011 წელს იემენში ხელისუფლება შეიცვალა, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.
ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ შიიტ ჰუსიტები მხარს. ამბოხებულებმა სექტემბერში დედაქალაქ სანაას დაკავება შეძლეს. მოქმედი პრეზიდენტი, მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა. თუმცა, ამბოხებულებმა ადესაც შეუტიეს და სამხედრო ბაზა დაიკავეს. რის შემდეგაც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ჰადიმ ქვეყანა დატოვა.
იემენის ხელისუფლებას არაბულმა ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. კოალიციას საუდის არაბეთი ხელმძღვანელობდა, რომელიც აცხადებდა, რომ აჯანყებულების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს მანამ არ შეწყვეტდნენ, სანამ ამბოხებულები იარაღს არ დაყრიდნენ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






