ნატოს გენერალური მდივანი, პან გი მუნი 9 მაისს, მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.
„ტასის“ განცხადებით, ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, პან გი მუნი ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება.
რამდენიმე დღის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაველ კლიმკინმა გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმში შესაძლო მონაწილეობისთვის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი რუსეთისთვის არასწორ სიგნალად იქნება აღქმული.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ღონისძიებაში მონაწილეობაზე დასტური 26-მა ქვეყანამ.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, მოსკოვში ჩასვლაზე უარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, გერმანიის კანცლერმა - ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა, აშშ-ის, საქართველის, ავსტრიის, მოლდოვას, ხორვატიის, შვედეთის, ჩერნოგორიის, ფინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებმაც განაცხადეს. კურილიის საკითხთან არსებული დავის გამო, მოსკოვში არც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე ჩა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






