ნიგერიის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის სამთავრობო ძალებმა ბოევიკური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ტყვეობიდან 234 ქალი და ბავშვი გადაარჩინა.
კვირის განმავლობაში გადარჩენილი ქალების რიცხვმა კი 677-ს მიაღწია.
„ბოკო ჰარამის“ ბოევიკებისთვის ქალებისა და ბავშების გატაცება ჩვეული სტილია. გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციების დროს ისინი ქალებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ, ამიტომ გატაცებული ქალებიდან რამდენიმე დაღუპულია.
ისლამისტები, ნიგერიაში მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტოროლებენ. „ბოკო-ჰარას“ წევრები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. ისინი, განათლების დასავლური მოდელის დანერგვას ეწინააღმდეგებიან, შარიათის დანერვისა და ისლამური ხალიფატის შექმნისთვის იბრძვიან, როგორც ჩრდილოეთ ნიგერიაში, ასევე მის მიმდებარე ქვეყნებში ბალისა და ჩადიში.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






