დიდი ბრიტანეთი პრინცესას დაბადებას აღნიშნავს. სამეფო ზარაფხანამ, ახალშობილი პრინცესას პატივსაცემად ხუთგირვანქიანი ოქროს მონეტები მოჭრა. 38 მილიმეტრის დიამეტრის ოქროს მონეტები 40 გრამს იწონის და 1800 ფუნტი სტერლინგის ღირებულებისაა. ამას გარდა 28 გრამიანი ვერცლის მონეტებიც მოიჭრა, რომლის ღირებულება 80 ფუნტს შეადგენს. მონეტების ავერსზე დედოფალ ელისაბედ მეორის პორტრეტი, რევერსზე კი სამეფო ხელისუფლების ნიშნები და წარწერა „კემბრიჯის პრინცი და პრინცესაა“ , ირგვლილ კი წარწერა „მეორე ბავშვის დაბადების პატივსაცემადაა“ ამოტვიფრული.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ბრიტანეთის ზარაფხანამ სამეფო ოჯახის წევრის დაბადება მონეტების მოჭრით აღნიშნა. კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამსის პირველი შვილის, პრინც ჯორჯის დაბადების აღსანიშნავად 5 ფუნტიანი ვერცხლის მონეტები მოიჭრა.
პრინცესა შაბათს გაჩნდა. სამეფო ოჯახს ახალშობილის სახელის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






