პოლონეთის პრეზიდენტის, ბრონისლავ კომოროვსკის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე ნაჩვენები იქნება ძალა, რომელმაც მთელი მსოფლიოს წინაშე უკრაინაში აგრესია განახორციელა.
ამის შესახებ კომოროვსკიმ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მან უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლონელებს განსაკუთრებული საბაბი აქვთ, თვალყური ადევნონ ემუქრებათ თუ არა ახალი საფრთხე.
„დღეს დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, შევინარჩუნოთ თავისუფლება და სიმტკიცე. პოლონეთის ისტორია ცხადყოფს, რომ თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ არ გვეძლევა“ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, 9 მაისს მოსკოვის წითელი მოედანი ბრინირებულ ტერიტორიად გადაიქცევა.
"იქ კიდევ ერთხელ წარმოადგენენ ძალას, რომელმაც ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიოს თვალწინ უკრაინაში აგრესია განახორციელა. გახსოვდეთ, პოლონეთის საზღვართან სამხედრო კონფლიქტი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, როგორც დღეს არის“ - დასძინა კომოროვსკიმ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






