არაკომერციული გეოფიზიკური კვლევების კონსორციუმის UNAVCO-ს მეცნიერების განცხადებით ნეპალში, 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთის - ევერესტის (ჯომოლუნგმას) სიმაღლე რამოდენიმე სანტიმეტრით შემცირდა.
ევროპული კოსმოსური თანამგზავრის მონაცემებით მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ მტა 2,5 სანდიმეტრით დაბალი გახდა.
ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ ევერესტის სიმაღლის შემცირებამ მეზობლად მდებარე მთაგრეხილი ანაპურნას სიმაღლის მატება გამოიწვია - იგი 20 სანტიმეტრით მაღალი გახდა, ვიდრე მიწისძვრამდე იყო.
მეცნიერების თქმით, მოხდა ინდოეთის ტექტონიკური ფილის ჩანაცვლება ევროპის ტექტონიკურ ფილასთან მიმართებით, დედამიწის ქერქმა დაიწია, რის შედეგადაც ევერესტმა დაბლა დაიწია. ამავე მიზეზით კატმანდუს ირგვლივ ტერიტორიის სიმაღლე 90 სანტიმეტრით გაიზარდა. პლატოს სიგრძე 85, ხოლო სიგანე 29 კილომეტრია.
მასალის გამოყენების პირობები






