კინემატოგრაფისტები ნუკრი ქანთარიას კინოსექტორის რეფორმირების იდეას სახიფათოს უწოდებენ
საზოგადოება - 18:01, 12 Feb, 2013     800

- ამის შესახებ საქართველოს კინოკავშირის ხელმძღვანელმა, ელდარ შენგელაიამ და კინოკავშირისა და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი "საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის" საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს.

 

კინემატოგრაფისტების განცხადებით, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე არასწორად იქნა გაგებული და ჩამოყალიბებული კანონში ცვლილების არსი.

 

ამასთან, კინემატოგრაფისტებმა ნუკრი ქანთარიას მხრიდან არაობიექტურ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს და კომიტეტის სხდომის ვიდეო-ჩანაწერი წარმოადგინეს, სადაც დეპუტატი ქანთარია ელდარ შენგელაიას მოიხსენიებს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ აქტიურ წევრად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მმართველობის დროს იქნა საქართველოში ბევრი რამ განადგურებული, რაც ქართველ კინემატოგრაფს ეხებოდა.

 

როგორც თავად ელდარ შენგელაიამ აღნიშნა, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში დანაპირები, რომელსაც ისინი ხალხს აძევდნენ მისღები იყო, თუმა იყო ბევრი უარყოფითი მოველებიც, რომლის მაგალითადაც ელდარ შენგელაიამ 7 ნოემბრის მოველნები მოიყვანა.

 

,,ვწუხვართ, რომ არ იყო სწორად გაგებული და ჩამოყალიბებული კანონპროექტის არსი. ასევე დისკუსიის მსვლელობის დროს ბატონ ნუკრი ქანთარიას მიერ გაჟღერდა მეტად სახიფათო იდეები კინოსექტორის მომავალი რეფორმირების შესახებ. სამწუხაროდ, უტაქტოდ და არაობიექტურად იყვნენ მოხსენიებული როგორც ბატონი ელდარ შენგელაია, ასევე კინოცენტრის თანამშრომლები და ზოგადად კინოცენტრის როგორც სტრუქტურის მოღვაწეობა’’,-განაცხადეს კინოს სახლში შეკრებილმა კინემატოგრაფისტებმა.

 

რაც შეეხება ნუკრი ქანთარიას მიერ გაჟღერებულ რეფორმირების პროექტს, კინემატოგრაფისტები მიიჩნევენ, რომ პროექტი ეროვნული კინოცენტრის გაერთიანების შესახებ კინოსტუდია ,,ქართულ ფილმთან’’ არსებული კანონის დარღვევაა.

 

,,ზოგადად ეს იდეა დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით აბსურდულად ჟღერს. საქართველოში არსებული დამოუკიდებელი სტუდიები აწარმოებენ დამოუკიდებელ პროდუქციას, რომელიც ყოველწლიურად ფინანსდება კინოცენტრის სუბსიდიით, კონკურსის საფუძველზე და მათ თანაბარი უფლება აქვთ მიიღონ ეს სუბსიდია, ისევე როგორც კინოსტუდია ,,ქართულ ფილმს’’. გარდა ამისა მსგავსი რეფორმა სრულ კოლაფსში ჩააგდებს ზოგადად სექტორს და მისი განვითარების პერსპექტივას. დღეს კინოსექტორი მუშაობს ევროპული მოდელის მიხედვით. ყველა ევროპულ ქვეყანაში, რომელთანაც ქართული დამოუკიდებელი მწარმოებლები შედიან კოპროდუქციაში, არსებობს ანალოგიური სტრუქტურა, რომელიც არეგულირებს ევროპული კონვენციის აღსრულებას’’, - აცხადებენ კინემატოგრაფისტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42