გადმდგარ ორ მინისტრს, ერთ ღამეში გადაყენებული მესამე მინისტრი შეემატა, ამჯერად თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის სახით, რომლის შემცვლელადაც პრემიერმა ,,რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი დაასახელა.
პრემიერის მიერ წარდგენილი მთავრობის ახალი შემადგენლობა ასეთია:
თავდაცვის მინისტრი -თინა ხიდაშელი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო
ენერგეტიკის მინისტრი - კახი კალაძე
ფინანსთა მინისტრი- ნოდარ ხადური
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი- ნოდარ ჯავახიშვილი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი- თამარ სანიკიძე
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი- გიორგი კვირიკკაშვილი
იუსტიციის მინისტრი- თეა წულუკიანი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი- მიხეილ გიორგაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი- სოზარ სუბარი
საგარეო საქმეთა მინისტრი- თამარ ბერუჩაშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრი- ოთარ დანელია
შინაგან საქმეთა მინისტრი- ვახტანგ გომელაური
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი- გიორგი მღებრიშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი- პაატა ზაქარეიშვილი
დისაპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი- გელა დუმბაძე
ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი-დავით ბაქრაძე.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამთავრობო ცვლილებებს მალევე გამოეხმაურა. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს.
"არსებულ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მინისტრების მყისიერი გადადგომა; როდესაც ვხედავდით, რომ ერთ-ერთი მინისტრი არ მიდის პოსტიდან და მეორე დღეს აკეთებს განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ; როდესაც გუშინ ვიცოდით, რომ ორი მინისტრი იცვლებოდა და დღეს გავიგეთ, რომ იცვლება სამი. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორს-მაჟორის რეჟიმში მუშაობს.
მსურს ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა დავსვა კითხვა რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს?
ამ რთული ვითარების ფონზე, მსურს მივცე შესაძლებლობა როგორც პრემიერ-მინისტრს, ისევე პარლამენტს უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე.
მე ვიყენებ, საქართველოს კონსტიტუციის ამ შემთხვევაში ჩემთვის მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე. იმედი მაქვს, რომ ამ ერთ კვირას, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდ გარემოში მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






