"პრემიერს ნდობა ამოწურული აქვს და ის ვერ დანიშნავს ახალ მინისტრს პარლამენტის თანხმობის გარეშე. მოცემულ ვითარებაში ის მინისტრები, რომლებიც წარდგენილნი არიან თანამდებობებზე მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ უფლება-მოვალეობების შესრულებას, როდესაც პარლამენტი მათ ნდობას გამოუცხადებს, სხვაგვარად ეს არალოგიკურია: ორშაბათს შევლენ კაბინეტებში და თუ ნდობას არ გამოუცხადებენ ოთხშაბათს გამოვლენ? არიან ახლა ისინი პარლამენტის წევრები? საკუთარ თავს უნდა მისცენ ხმა? ეს საკითხები ცალსახაა და გვეუბნება, რომ მანამ სანამ პარლამენტი მათ ნდობას არ გამოუცხადებს, ისინი მინისტრებად ვერ ჩაითვლებიან" - განმარტა ვახუშტი მენაბდემ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც მინისტრთა კაბინეტში 7 მინისტრი გადადგა, პრემიერმა მინისტრთა კაბინეტში ახალი კანდიდატები დაასახელა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ სიას ხელი არ მოაწერა და შესაბამისად დღევანდელი განხილვა პარლამენტში - გადაიდო.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






