შსს-ში „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის ერთი წლის საქმიანობა შეაჯამეს
სამართალი - 14:02, 01 May, 2015     1240
შინაგან საქმეთა სამინისტროში, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი წლის თავზე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კომისიის ერთი წლის მუშაობის შედეგები შეაჯამდა. შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონმა სამართლებრივ რეგულირებას დაუქვემდებარა ე.წ. „ბიოები“ და „სპაისები“, რაც მანამდე უკონტროლოდ შემოედინებოდა საქართველოში და ქვეყნისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. შსს-ს ავტორობით შემუშავებული კანონი ეყრდნობა ოთხი ევროპული ქვეყნის გამოცდილებას. ახალი კანონი ეფექტური აღმოჩნდა რამდენიმე მიმართულებით. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შეინიშნება ბიონარკოტიკის მოხმარების კლების შთამბეჭდავი, კერძოდ, 90%-იანი კლება. ასევე, არ ფიქსირდება აღნიშნული ნარკოტიკით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები და მინიმუმამდეა დაყვანილი ბიონარკოტიკით გამოწვეული ჩივილებით სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობა. აგრეთვე, კანონის საფუძველზე შექმნილია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია, რომელიც ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ბიონარკოტიკებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და რეაგირებს ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, უზრუნველყოფს კანონის ეფექტურ აღსრულებას.

ერთი წლის განმავლობაში კომისიის 12 შეხვედრა ჩატარდა. ამასთან, კანონის საფუძველზე და კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის, საჯაროობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, შსს-ს ოფიციალურ საიტზე (police.ge) განთავსებული ნარკოპოლიტიკის ახალ ვებ-გვერდზე ცალკე გრაფა ეთმობა კომისიის საქმიანობას, მათ შორის, ყოველკვარტალურად ქვეყნდება კომისიის საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. სახელმწიფო კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ მიმართული კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკა, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივები და მათ აღსასრულებლად განხორციელებული ღონისძიებები, საზედამხედველო მექანიზმის არსებობა და თანამშრომლობაზე ორიენტირებული საქმიანობა, პრევენციული ღონისძიებები და ანტინარკოტიკული კამპანია: „არა ბიონარკოტიკს - ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. კომისიის შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლიტიკის ყველა სეგმენტმა ეფექტურად იმუშავა და ერთობლიობაში უზრუნველყო დადებით შედეგების მიღწევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42