33 წლის რუსი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი, ქსენია სობჩაკი მორიგ სკანდალში გაეხვა.
მიზეზი , სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო გახდა, რომელზეც ტელეწამყვანი ხელოვნურ წვერებსა და მღვდლის სამოსშია გამოწყობილი.
„ვემზადებით ახალი სიუჟეტისთვის. გამოიცანით, რის შესახებ იქნება“ - ეხმაურება ჟურნალისტი სკანდალურ პუბლიკაციას.
„Pussy Riot-ის მწარე გამოცდილებამაც ვერაფერი გასწავლა?...“ „ეტყობა თავი რამეს დაარტყა, სულ გააფრინა...“ – წერენ სოც. ქსელის მომხარებლები.
სობჩაკის სკანდალურ ფოტოს დეპუტატი, ვიტალი მილანოვიც გამოეხმაურა.
„სობჩაკმა მაღალპლატფორმიანი ფეხსაცმელებით უნდა იაროს, რადგან მის ფეხქვეშ რუსეთის მიწა აალდება და დაიწვება“ - განაცხადა დეპუტატმა.
სასულიერო პირის იმიჯის მორგებისა და მათლმადიდებლობის შეურაცხყოფის გამო, შესაძლოა სობჩაკს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს. რუსეთის კონსტიტუციის 148-ე მუხლის თანახმად, საჯარო ქმედებები, რომელიც საზოგადოებრივ უპატივცემულობასა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას გამოხატავს პატიმრობით ისჯება.

ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






