"ჩემი მხრიდან დანდობა არ იქნება"- ოლანდი ბავშვებზე მოძალადე სამხედროების დასჯის პირობას დებს
მსოფლიო - 18:18, 30 Apr, 2015     2230
ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მისიის სამხედროების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ფრანსუა ოლანდმა ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში დამნაშავეების მკაცრად დასჯის პირობა დადო.

"თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, სასჯელიც შესაბამისი იქნება, ძალიან მკაცრი. თუ ვინმე ცუდად იქცეოდა, ჩემი მხრიდან დანდობა არ იქნება,"- ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.

სკანდალურ დოკუმენტზე პირველი კომენტარი გააკეთა საფრანგეთის გენერალურმა მრჩეველმა ჟილ ჟარონიმ.

„თუ ეს ფაქტები დადასტურდება, ეს იქნება აბსოლუტურად საწინააღმდეგო ჩვენი ღირებულებების, იმ ფასეულობების, რომელსაც საფრანგეთის არმია ატარებს. თუ ეს ფაქტები სიმართლე აღმოჩნდება, პასუხისმგებელი პირებს უმკაცრესი სანქციები დაეკისრებათ,"- აცხადებს ჟილ ჟარონი.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაქტებს არ დამალავენ და გამოძიებას ბოლომდე მიყვებიან.

„ჩვენ არ ვმალავთ ფაქტებს, ჩვენ ვადგენთ, რამდენად რეალურია ეს ფაქტები. ამ ეტაპზე მეტის არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ინფორმაცია პრესიდან წამოვიდა, დასკვნა მე არ მინახავს. ვიდრე გამოძიება არ დადადასტურებს ფაქტებს, მეტს ვერაფერს ვიტყვით,"- აცხადებს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სპიკერი პიერ ბეილი.

შეგახსენებთ, ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ახდენდნენ.

საუბარი შეეხება 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. როგორც ირკვევა სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. სკანდალური ინფორმაციის თანახმად ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42