გაიზარდა თუ არა კრიმინალი გურიაში ?! ფაქტებით გადაფარული სტატისტიკა
სამართალი - 16:24, 30 Apr, 2015     2280
ახალი კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა. 29 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 'ლიბერთი" ბანკის ფილიალი წუხელ გაქურდეს. ადგილობრივი მოსახლეობის იუნფორმაციით, ქურდებმა დაახლოებით 4 ათასი ლარი წაღეს. მოსახლეობა მკვლელობის, ყაჩაღობის, ქურდობისა და წვრილმანი ხულიგნობის გახშირებულ შემთხვევებზე უკვე ღიად ლაპარაკობს და აცხადებს, რომ რეგიონში კრიმინოგენური ვითარება საკმაოდ გაუარესდა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში გურიის რეგიონში ქურდობის, მკკვლელობის, დაჭრის, თვითმკვლელობის და გაუპატიურების მცდელობის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. მივყვეთ თანმიდევრობას:

28 აპრილი: ლანჩხუთში ორი შვილის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 32 წლის ნ.ა. მეუღლემ საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინა. შემთხვევა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში მოხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე 115 – ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

19 აპრილი: სოფელ შემოქმედში მცხოვრებ 45 წლის ქალბატონს, საქართველოში აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის გამო 15 და 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ბრალი ს.ს. კ 260 და 262 მუხლების მეორე ქვეპუნქტებით წაუყენეს.

15 აპრილი: ოზურგეთში სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს. აღძრულის სისხლის სამართლის საქმე ს.ს. კ. 177 მუხლით-ქურდობა.

14 აპრილი: გვიან ღამით ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე (გაკირული) მდებარე `რომპეტროლის" და სოფელ დვაბზუში მდებარე 'გალფის" ბენზინგასამართი სადგურები გამოძიებისთვის ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა დააყაჩაღეს. გალფის" ბენზინგასამართი სადგურიდან წაღებულია 11 ათასი ლარი, რომპეტროლიდან" კი 300. შსს. პრესსამსახურის ცნობით, მომხარდზე გამოძიება სსკ 179 მუხლის მეორე ნაწილით (ყაჩაღობა) მიმდინარეობს.

14 აპრილი: ლანჩხუთში 60 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც, „გურიის მოამბეს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან აცნობეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს. 10 აპრილი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 2 ქურდობა მოხდა, `კომედი შოუ"-ს ცნობილი მსახიობის, ნიკა არაბიძის მეუღლის და ვაჟა დუდუჩვას საცხოვრებელი სახლები ორი ნოხი, საცელავი ტექნიკა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მოპარეს. 8 აპრილი: ოზურგეთში საბითუმო მაღაზია გაქურდეს-წაღებულია 6 ათასამდე ლარი, საქმე აღძრულია საქართველოს ს.ს.კ. 177 მუხლით.

31 მარტი: ოზურგეთში ადგილობრივი სპორტსკოლის კალათბურთელი დაჭრეს. შსს ინფორმაციით, მოხდართან დაკავშირებით ერთი პირი იყო დაკავებული, რომელიც პროკურატურამ ხელწერილით გაათავისუფლა.

21 მარტი: გამოძიებისათვის დაუდგენელმა პირებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. სავაჭრო ობიექტიდან მძარცველებმა 1500 ლარის საქონელი გაიტანეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით არის აღძრული.

14 მარტი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მცხოვრებ თოხაძეების ოჯახს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 200 კილოგრამი თხილი მოპარეს. დაზარალებულის მეზობლების განცხადებით, ოზურგეთის სოფლებში ხშირია თხილისა და როგორც შინაური ფრინველების ასევე ღორისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობები.

18 მარტი: ჩოხატაურში მწვადის გამო კაფე-ბარის მეპატრონე სცემეს. როგორც, `გურიის მოამბეს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან აცნობეს, მომხდართან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული დასაქმე 239 მუხლის მეორე ნაწილით, ჯგუფური ხულიგნობის მუხლით აღიძრა.

27 თებერვალი: შსს-მ გურიაში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო...გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

25 თებერვალი: ქალაქ ოზურგეთში, ორი ახალგაზრდა, ბაჩანა დუმბაძე და ლაშა ქურასბედიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. სავარაუდოდ თავდასხმა ქალაქის გარეუბან ზვანში მოხდა, ზუსტი ადგილი ამ წუთისათვის უცნობია, რადგან დაჭრილები საავადმყოფოში თვითდინებით შევიდნენ,მმისივე თქმით, ახალგაზრდების განცხადებით, მათ თავს უცნობი შეიარაღებული პირები დაესხნენ.

16 თებერვალი: ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე მოიდანახეს უბანში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი, 23 წლის ირაკლი კვაჭანტირაძე მოკლეს. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. როგორც შსს პრეს სამსახურიდან გვაცნობეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108 მუხლით.

16 თებერვალი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ ეზოში ჩამოიხრჩო თავი.

15 თებერვალი: ლანჩხუთში რამდენიმე ტაძრის გაქურდვის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ძარცვა .ე.წ. ატეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასაფლოზეც მოხდა. საფლავეზე დაზიანებულია ლარნაკები, წაღებულია მარმარილოს ჯვრები და სასანთლეები. მათივე ინფორმაციით, გაქურდულია სასაფლაოს ეზოში მდებარე სალოცავი, საიდანაც ხატები, საეკლესიო ნივთები და შემოწირულობების ყუთია წაღებული.

12 თებერვალი: როგორც, „გურიის მოამბესთვის“ გახდა ცნობილი შსს გურიის პოლიციის სამმართველოდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მოწოდებული ინფორმაციით, პოლიციელების გათავისუფლების მოტივად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება სახელდება, რის საფუძველძეც, მათ სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობა აეკრძალათ. ასევე მოწოდებული ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის ორი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო.

`გურიის მოამბე“ აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, მათი განმარტებით, ერთი საპატრულოს, მეორე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულები არ დაეთანხმნენ ლაბორატორიულ დასკვნას. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაუმტკიცდა ბრალი, დაჯარიმდა და გათავისუფლდა სამსახურიდან, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი კი დღემდე ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას, სასამართლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით".

20 თებერვალი: ოზურგეთის პატრულის თანამშრომელი დააკავეს.

ამის შესახებ, ინფორმაციას შსს ავრცელებს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი - გ.დ. დააკავა და ნაარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვა.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამივე მათგანი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.

აღნიშნულის საფუძველზე, ისინი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

11 თებერვალი: ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, 12 სართულიან ბინების პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონი გაქურდეს. ქურდების მიერ გატანილ იქნა 2000 ლარამდე ღირებულების ხელსაწყოები. შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 177 მუხლით, თუმცა მეპატრონისგან განსხვავებით აცხადებენ, რომ ზარალი მხოლოდ 200 ლარია.

8 თებერვალი: შსს-ს გურიის მთავარი სამმართველოს ურეკის პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომელი დააკავეს, რომელიც საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 41 მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

6 თებერვალი: ხანში შესულმა მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. ტ. თ-ია 90 წლამდე ასაკის იყო და ის ქ. ოზურგეთში ცხოვრობდა.

4 თებერვალი: ჩოხატაურში 45 წლის მამაკაცი 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს. სამინისტროს პრეცსენტრის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 141 მუხლით (გარყვნილი ქმედება) დაიწყო და 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

2 თებერვალი: ჩოხატაურში 60-65 წლამდე მამაკაცის დასახიჩრებული გვამი აღმოაჩინეს. საქმე აღძრულია ს.ს. 115 მუხლით. რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

4 თებერვალი: ოზურგეთში მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ფინანსურმა პოლიციამ ლანჩხუთში, უფასო სასადილოსა და ბაღების გაერთიანებაში საერთო ჯამში სამი თანამშრომელი დააკავა.

ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლესაში და ერთი დაზარალებული.

შუხუთში, ტრადიციული ლელობურთის დროს გარდავლილი 50 წლის მამაკაცი. მიმდინარეობს გამოძიება.

ამ შემთხვევების გამო, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ გურიის რეგიონში კრიმინალი გაზრდილია:

„ძალიან მომატებულია კრიმინალი. მანქანას დააყენებდი თუ სახლში საქონელი გყავდა, არ გეშინოდა არაფრის მოპარვის“.

„გაიძარცვა ბანკის ფილიალი. დღესაც ვერ გაუგიათ, ვინ წაიღო ის თანხა“.

„ვიღაცამ დაჭრა, ვიღაცამ ისა ქნა და ასეთი რაღაცები მესმის ყოველდღე. ამიტომ ვფიქრობ, რომ კრიმინალმა მოიმატა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი აქვს გაკეთებული.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ახალი კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა. კვლევაში მონაწილეთა 11% ფიქრობს, რომ, პირიქით, გაუმჯობესდა, ხოლო რესპონდენტთა 25%-სთვის ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა ისეთივე დარჩა, როგორიც ადრე იყო.



თეა იოსელიანი - გურიის მოამბე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42