ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად მზად არის.
„მზად ვარ ჩვენება სიამოვნებით მივცე, არანაირი პრობლემა არ არის. მითუმეტეს თუ ამას ნემცოვის ბავშვები ითხოვენ“ - განაცხადა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ძალიან აინტერესებს, რა კითხვები გაუჩნდა გამოძებას მის მიმართ.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩეჩნეთის 5 მოქალაქე ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა და დანაშაულში მონაწილეობა უარყო. მოსკოვის სასამართლომ დადაევი პატიმრობაში ნოემბრამდე დატოვა.
ბორიც ნემცოვის შვილები რამზან კადიროვის დაკითხვას ითხოვენ. მათი თქმით, კადიროპვი ნემცოვის მკვლელობაზე ინფორმაციას ფლობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






