სატელეფონო აფერა - თაღლითებმა ქართულ მობილურ კომპანიებს დიდი ოდენობით ზარალი მიაყენეს
სამართალი - 10:49, 30 Apr, 2015     4441

გამოძიებით დადგენილია, ქალაქ თბილისში, ბრალდებულებმა შესაბამისი რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გარეშე დაამონტაჟეს ინტერნეტ სიგნალის მიმღები სპეციალური მოწყობილობა ე.წ ,,სიმბოქსი’’, რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთიდან განხორციელებული სატელეფონო ზარი, ინტერნეტ ტრაფიკის გამოყენებით გარდაიქმნებოდა ლოკალურ ზარად და როგორც ქვეყნის შიგნით განხორციელებული ზარი, ისე მიეწოდება საქართველოში მოქმედ კავშირგაბმულობის კომპანიის აბონენტებს.

დანაშაულებრივი ქმედებით უხეშად დაირღვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს და საქართველოში მოქმედ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და კომპიუტერული მონაცემის შეცვლის ფაქტზე, საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ჰუსეინ ერჰან ერგუჯი და აზიზ ერგუჯი დააკავეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სპეციალური მოწყობილობები, ე.წ ,,სიმბოქსები’’, სპეციალური გადამცემი ანტენები, კომპიუტერული ტექნიკა და ათეულათასობით სიმ ბარათი.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მუშაობას სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და მობილური ოპერატორებისთვის მიყენებული ფინანსური ზიანის დასადგენად. გამოძიება გრძელდება სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42