მედია-სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ
სამართალი - 21:23, 29 Apr, 2015     1296

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებული მედია-სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა. მედია-სემინარი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საპოლიციო განათლების საკითხებში ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას. ასევე მათთვის ინფორმაციის მიწოდებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების და პოლიციის თანამშრომლების პროფესიული მომზადების შესახებ. ამ ტიპის სემინარი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პირველად ჩატარდა.

შსს-ს მიერ ჩატარებული მედია-სემინარი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა. სწავლების თეორიული ნაწილი მოიცავდა პრეზენტაციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: პერსონალური მონაცემები, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტი; შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების, დისკრიმინაციის აკრძალვა და ჟურნალისტის დაცვის სამართლებრივი გარანტიები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის საკითხები. ასევე ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშოებიც. სემინარს უძღვებოდნენ აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ინსპექტორი ივანე ხაჟალია და აკადემიის ადმინისტრაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნინო საგინაშვილი. სემინარზე ჟურნალისტებმა შეკითხვები დასვეს მათთვის საინტერესო თემებზე, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა ჟურნალისტებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე „სწავლება შსს-ს აკადემიაში“. პრეზენტაცია მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პროფესიული და აკადემიური სწავლებები შსს-ს აკადემიაში, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, მიღების პროცედურები, ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა.

მედია-სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს აკადემიის მსმენელების მოწყობაში, დაათვალიერეს აკადემია, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, რეალურ და ვირტუალურ ტირებში წარედგინათ პრეზენტაცია იარაღის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, ხოლო კრიმინალისტიკურ კაბინეტში ისინი დაესწრნენ შემთხვევის ადგილის იმიტირებულ სცენას. სტუმრებისთვის სპეციალურად ჩატარდა ტაქტიკური უნარების საჩვენებელი გათამაშება. ჟურნალისტებმა სამაგისტრო პროგრამის მსმენელების საცხოვრებელი ოთახები დაათვალიერეს, სხვადასხვა სახის ტესტირებასა და ლექციებს დაესწრნენ. ჟურნალისტებისთვის ასევე მოეწყო შსს-ს არქივში დაცული უნიკალური მასალების გამოფენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42