მისი თქმით, დილიდან გაფიცულია ხუთი მაღარო და შვიდი გადამამუშავებელი ქარხანა, ასევე, დაცლილია კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციული შენობა. რვა მაღაროელი შუქრუთის მაღაროს სიღრმეში იმყოფება და ამოსვლაზე უარს აცხადებს.
მაღაროელები, პირველ რიგში, ითხოვენ 28-დღიანი შვებულების 48 დღემდე გაზრდას, ასევე კონსტიტუციით გათვალისწინებული უქმე დღეების დაკანონებასა და ავადმყოფობის შემთხვევაში გაუთვალისწინებელი დასვენების დღეების რაოდენობის, ე.წ. საავადმყოფო ფურცლის დღეებზე გასვლის რაოდენობის გაზრდას.
როგორც დეპუტატი აცხადებს, სამივე მოთხოვნასთან დაკავშირებით მაღაროელებსა და დამქირავებელ კომპანიას შორის შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა მაღაროელების ახლანდელი პროტესტი პირობის შეუსრულებლობამ და პროცესის გაჭიანურებამ გამოიწვია.
გაფიცული მაღაროელები აცხადებენ , რომ პროტესტს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გააგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები






