აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის ახალი პროექტი, რომელიც რიგის სამიტისთვის არის მომზადებული, საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის მნიშნელოვან სიახლეს არ შეიცავს.
ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
რედაქციის თანახმად, დოკუმენტის პროექტი ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსულტაციის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, მოლდავეთსა და ბელარუსს გადაუგზავნა.
სამი ქვეყანა, რომლელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, იმდოვნებდა, რომ რიგის სამიტზე მათი ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის აღიარება მოხდებოდა. ამის ნაცვლად, ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტში მცირედი მინიშნებებია. კერძოდ, ტექსტში უბრალოდ საუბარია, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მონაწილეებს სუვერენული უფლება გააჩნიათ, თავისუფლად აირჩიონ ევროკავშირთან ურთიერთობაში ამბიციის დონე და მიზანი.
პროექტი, პოლონეთისა და ლიტვისათვის მნიშვნელოვან დარტყმას წარმოადგენს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინის ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად - ნათქვამია სტატიაში.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






