ნეპალში, მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი მოსახლეობის გადარჩენის ოპერაცია გრძელდება.
მაშველებმა, 4 თვის ბავშვის გადარჩენა შეძლეს, რომელიც 4 დღის განმავლობაში ნანგრევებში იყო მოყოლილი.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს დილით მოხდა. განმეორებითი 6.7 ბალი კი კვირას დაფიქსირდა. მასტაბურ მიწისძვრებს 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 80 წლის განმავლობაში მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა სამხრეთ აზიაში არ დაფიქსირებულა.
ნეპალის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაავადების თავიდან აცილების მიზნით მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა მასობრივი კრემაცია დაიწყო.
ქვეყანაში უწყვეტად შედის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საჰაერო გზებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები აგზავნიან. სამძებრო-სამაშველო ოპერაციების განსახორციელებლად უცხოელი პროფესიონალები უკვე ნეპალში იმყოფებიან. მიწისძვრით დაზარალებული რაიონების დასახმარებლად გაერომ 15 მილიონი დოლარი გამოყო.
ხელისუფლების განცხადებით ნანგრევებიდან მოსახლეობის ამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ნეპალის პრემიერ მინისტრის განცხადებით, იმის გამო, რომ ნანგრევებში კვლავ უამრავი ადამიანი რჩება, შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა 10 000-მდე გაიზარდოს.


ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






