საუდის არაბეთის პრინცის, აბდულაზიზ ბინ ნასერ ბინ აბდულაზიზ ალ საუდის მეუღლე, პრინცესა დინა აბდულაზიზ ალ-საუდი მოკლე თმებითა და კაბებით, ექტრავაგანტული, გემოვნებიანი ჩაცმულობით არაბული სამყაროს ევროპულ ნაწილს წარმოადგენს.
მისის სტილი ჰარმონიულად აერთიანებს აღმოსავლურ და დასავლურ სილამაზესა და ტრადიციებს.
პრიცესა დინა ექსკლუზიური ბუტიკის “D’NA”-ის მფლობელია, ამ სალონის კლიენტად გახდომა მხოლოდ მისი მფლობელის პირადი მიწვევითაა შესაძლებელი. კოლექციას ევროპული და მუსლიმური სამყაროს ტრადიციების გათვალისწინებით თავად არჩევს. დინას მოთხოვნით, დიზაინერ Diane Von Furstenberg-ის კაბა სპეციალურად იქნა შეცვლილი , რათა შესაძლებელი ყოფილიყო მისი ჩართვა ბუტიკის ასორტიმენტში: კაბის სიგრძე კოჭებამდე დაგრძელდა.
არაბული სამყაროსთვის უჩვეულო, თამამი სტილის გამო მას ხშირად აკრიტიკებენ. თუმცა პრინცესა საკუთარი გემოვნების, არჩევანის ერთგული და დიზაინერების აღფრთოვანების ობიექტად რჩება.























მასალის გამოყენების პირობები






