
უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ტყიან მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და შიშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ამის შესახებ, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, ზორიან შკირიაკმა საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა.
„სიტუაცია მნიშნელოვნად გაუმჯობესდა. ცეცხლის კერა ლოკალიზებულია. ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ... რადიაციული ფონი ნორმაშია და არანაირი საფრთხე არ არსებობს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს“ - განაცხადა შკირიაკმა.
შეგახსენებთ, გუშინ გაჩენილი ცეცხლის კერა ჩერნობილის ატომური სადგურიდან 20 კილომეტრის დაშორებით, ხოლო რადიაციული ნარჩენების სამარხიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. ხანძრის გაჩენის მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
ცეცხლის ლიკვიდაციაში ჩართულია 200-მდე მეხანძრე და 40-მდე სპეცტექნიკა, მზადყოფნაშია ეროვნული გვარდია და შსს-ს ქვედანაყოფები.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






