შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.
ასევე გუშინ გადადგა გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რამდენიმე დღის წინ კი - ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი.
მანამდე თანამდებობები დატოვეს მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ და ირაკლი ალასანიამ.
კონსტიტუციის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტს პარლამენტისგან ნდობის ხელახლა მიღება სჭირდება - ანუ პარლამენტმა ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს.
კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია ამბობს, რომ პრეზიდენტს შეუძლია მმართველი გუნდთან შეუთანხმებლად წარადგინოს მთავრობის შემადგენლობა.
მისი თქმი, როდესაც მთავრობის შემადგენლობა ერთი მესამედით იცვლება, მთავრობა უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად და კონსტიტუციაში არ არის გაწერილი თუ რას აკეთებს ამ შემთხვევაში.
„კონსტიტუციის ნორმის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ყველასთან კონსულტაციის გარეშე ერთი კვირის ვადაში წარადგენს მთავრობის იმ შემადგენლობას, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ“, - აცხადებს ჩოკორაია.
მასალის გამოყენების პირობები






