ბესიკ ხარძიანის მკვლელის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია და ის 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცია. ამის შესახებ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქმეში არსებული მასალების და მტკიცებულებათა მიხედვით რამდენიმე პირზე საუბარი არ ყოფილა.
რაც შეეხება სავარაუდო მკვლელის მიერ ქვეყნის დატოვებას, ადვოკატი ამბობს, რომ ეჭვმიტანილს საჰაერო გზით ქვეყანა არ დაუტოვებია.
„არ გამოვრიცხავ იმას, რომ ის ქვეყანაში იყოს. როგორც მასალებიდან ჩანს, ეს შეკვეთილი მკვლელობაა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ეს პიროვნება დადიოდა თავშიშველიც, ფეხითაც და თავსაბურავითაც. ამან მისცა საშუალება, რომ ყოფილიყო იდენტიფიცირებული. თავისუფლად გადაადგილდებოდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და არ იმალებოდა. ადამიანებმა მისი გარეგნობა დაინახეს, რადგან ხარძიანის სახლის ახლომდებარე ქუჩები საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულია“,- განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






