ამ ფაქტთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერმინისტრმა არსენ იაცენიუკმა საგანგებო სიტუაციების კომისია შეკრიბა. შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი კი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ხანძარს ქარი აძლიერებს, რომელიც ატომური ელექტროსადგურიდან 20 კილომეტრში მძვინვარებს. ცეცხლი ამ დროისთვის 400 ჰექტარს უკიდია. მისი ინფორმაციით, მზადყოფნაში არიან ეროვნული გვარდია და შსს-ს ქვედანაყოფები. ცეცხლის ლიკვიდაციაში ჩართულია 200-მდე მეხანძრე და 40-მდე სპეცტექნიკა.
ავაკოვის განცხადებით მსგავსი ხანძარი, ამ რეგიონში 1992 წლის შემდეგ არ ყოფილა. ცეცხლი ატომური სადგურიდან 20 კილომეტრის დაშორებით, ხოლო რადიაციული ნარჩენების სამარხიდან 5 კილომეტრშია. თუმცა როგორც შს მინისტრი აცხადებს ცეცხლის გავრცელების შეჩერება უკვე მოახერხეს და შიშის და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
უკრაინის მთავრობის ხლმძღვანელის არსენ იაცენუკის განცხადებით , რეგიონში რადიაციული ფონის ცვლილება არ დაფიქსირებულა.
მასალის გამოყენების პირობები






