დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე მოსამართლესა და ბრალდებულ ვანო მერაბიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ბრალდებულსა და მოსამართლეს შორის დაპირისპირების მიზეზი ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული პოლიტიკური შინაარსის განცხადება გახდა. მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა რამდენჯერმე სცადა ყოფილი პრემიერმინისტრისათვის საუბარი შეეწყვეტინებინა, ბრალდებულმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც მრელაშვილმა სხდომა დახურა და სასამართლო დარბაზი დატოვა.
"ტრადიციულად ასაბუთებენ ადვოკატები, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაშია, რისი საჭიროებაც დღეს არ არსებობს. ყველამ იცით, რომ საქართველოს მთავრობამ გიგისთან მიმართებით მდაბიური გამოსავალი იპოვა. საზოგადოებაში პესიმიზმი გაჩნდა, რომ ტარიფები გაიზრდება და ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. მინდა, ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ სიტუაცია არ არის პესიმისტური. როდესაც ნორმალური ხალხი დაბრუნდება მთავრობაში, სიტუაცია შემობრუნდება. ეს უკრაინამაც დაამტკიცა, როდესაც რამდენიმე პირმა სიტუაცია უკრაინაში გამოასწორა. როდესაც ეს ხალხი დაბრუნდება, ვინც ამ ხროვის ნათესავი არ არის, სიტუაცია საქართველოში უკეთესობისკენ წავა", - განაცხადა მერაბიშვილმა.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო განხილვა 1 მაისისთვის გადაიდო
მასალის გამოყენების პირობები






