7 ნოემბრის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნების წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს განახლდება
სამართალი - 20:00, 28 Apr, 2015     1179
7 ნოემბრის საქმეზე გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს 13.00 საათზე განახლდება .
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებამ მტკიცებულებათა ნუსხა წარადგინა.
დაცვის მხარემ აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ბრალდების პოზიციას მათ შუამდგომლობებზე შემდეგ სასამართლო სხდომაზე მოისმენს.

მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარემ ვერ მოახერხა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობის დაყენება.

„დღეს მთელი დღე ვცდილობდით, მოეცა სასამართლოს იმის საშუალება, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულიყო. შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ არ მოგვეცა. დაველოდებით შემდეგ სხდომას, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ რამე შეიცვლება. ჩვენ ყველანაირი სამართლებრივი ფორმით ბოლომდე ვიბრძოლებთ“, -განაცხადა ჩივიაშვილმა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებას თითოეული მტკიცებულება მოპოვებული აქვს კანონის სრული დაცვით და მათი დაუშვებლობის საფუძველი არ არსებობს .
"აღნიშნულ საქმეზე თითოეული მტკიცებულება მოპოვებულია კანონის ზედმიწევნით დაცვით. არ არსებობს საფუძველი მათი დაუშვებლობის და ბრალდება დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებებს სასამართლო არსებით განსახილველად წარგზავნის და შემდგომ უკვე გამოვიკვლევთ ამ მტკიცებულებებს სასამართლოში. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდებას 300-ზე მეტი მოწმე ჰყავს დაკითხული. 50 ტომი მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებებია. ათეულობით არის ექსპერტიზის დასკვნა. ჩვენი მტკიცებულებების ერთობლიობა სასამართლოს დაარწმუნებს თითოეული ბრალდებულის დამნაშავეობაში", - განაცხადა პროკურორმა.

ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ მათ მტკიცებულებებს სასამართლო წარგზავნის არსებითად განსახილველად და შემდგომ ამ მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
პროკურორის ინფორმაციით, საქმეზე 300-ზე მეტი მოწმეა. მისი თქმით, 50 ტომია მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებები. ათეულობით ექსპერტიზის დასკვნაა და როგორც პროკურორი განმარტავს, არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს თითოეული ბრალდებულის დამნაშავეობაში.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველი მაისისთვის ჩაინიშნა.

7 ნოემბრის ეპიზოდის გარდა, ამ საქმეში გაერთიანებულია „ტელეიმედის“, მთაწმინდის პარკის და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42