ბრიტანეთის პროკურატურის განცხადებით, საბჭოთა დისიდენტი და მწერალი, ვლადიმირ ბუკოვსკი ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებასა და შენახვაშია ეჭვმიტანილი.
პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 72 წლის ბუკოვსკის წინააღმდეგ 11 სახის ბრალდება არსებობს.
თავად ბუკოვსკის მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და იურიდიულ კონსულტაციებს ვერ ახერხებს, თუმცა უდანაშაულობას აუცილებლად დაამტკიცებს.
აღნიშნული საქმის განხილვაზე ბუკოვსკი სასამართლოში 5 მაისს უნდა გამოცხადდეს.
ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის ვლადიმირ ბუკოვსკიმ ციხეში 12 წელი გაატარა. 1976 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ის ჩილელი კომუნისტების ლიდერზე გაცვალა. მას შემდეგ ბუკოვსკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






