ნეპალის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხმა 5 000-ს გადააჭარბა
მსოფლიო - 17:03, 28 Apr, 2015     2120

ნეპალის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხმა 5 000-ს გადააჭარბა.

სამაშველო სამსახურის შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, ნანგრევებში კვლავ უამრავი ადამიანი რჩება, რაც სამწუხაროდ მსხვერპლის გაზრდის ვარაუდს ამყარებს.

რამდენიმე საათის წინ, ნეპალის პრემიერ-მინისტრმა განაცხდა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა 10 000-მდე გაიზარდოს.

ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს დილით მოხდა. განმეორებითი 6.7 ბალი კი კვირას დაფიქსირდა. ბოლო 80 წლის განმავლობაში მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა სამხრეთ აზიაში არ დაფიქსირებულა.

ნეპალის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაავადების თავიდან აცილების მიზნით მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა მასობრივი კრემაცია დაიწყო.

ქვეყანაში უწყვეტად შედის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საჰაერო გზებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები აგზავნიან. კატმანდუს აეროპორტში უკვე დაეშვა ინდოეთის, ჩინეთის, პაკისტანის თვითმფრინავები. სამძებრო-სამაშველო ოპერაციების განსახორციელებლად უცხოელი პროფესიონალები უკვე ნეპალში იმყოფებიან. ხელისუფლების განცხადებით ნანგრევებიდან მოსახლეობის ამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42