მე ქალი ვარ, ეს რეალობაა - კიმ კარდაშიანის მამინაცვლის სკანდალური ინტერვიუ
ეს საინტერესოა - 16:25, 28 Apr, 2015     5208

კიმ კარდაშიანის მამინაცვალმა, 65 წლის ბრიუს ჯენერმა საკუთარი სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მას აქვს განცდა, რომ ქალია.

„ვგრძნობ, რომ ქალი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცად დავიბადე და დღემდე მამაკაცის კიდურები მაქვს, საკუთარ თავს ქალად ვგრძნობ. ვოცნებობ, როგორც ქალი და ეს რეაალობაა“ - განაცხადა ჯენერმა რამდენიმე დღის წინ დიანა სოიერისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, ახალგაზრდობისას ხშირად იცმევდა უფროსი დის ტანსაცმელს და შურდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლების, რომლებსაც გაუმართლად და ქალებად დაიბადნენ.

მთელი წლის განმავლობაში ჯენერი ქალის ტანსაცმლით და სამკაულებით დადიოდა, რამდენიმე პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა, თუმცა ამასთან დაკავშირებით პრესასთან არ უსაუბრია.

„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება ტყუილში ვცხოვრობდი და ასე გაგრძელება აღარ შემიძლია“ - განცხადა მან.

ჯენერის თქმით, მისი გადაწყვეტილების აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარი, კიმ კარდაშიანია, რომელიც ყოფილი მამინაცვლის „ქალად გარდასახვას“ სოციალურ ქსელ „ინსატგრამზე“ გამოეხმაურა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბრუსმა სიმშვიდე იპოვა. მის გადაწყვეტილებას ყველანი პატივს ვცემთ“ - განაცხადა კიმმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42