მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის თქმით, გენინსპექციის სამმართველოს უფროსმა როინ ასანიძემ თავად გამოთქვა სურვილი, რომ მისთვის დნმ-ის ნიმუში აეღოთ.
შოთაძე აბსურდულს უწოდებს იური ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დნმ-ის გაყალბებულია.
„მივიღეთ მხედველობაში თვითონ ასანიძის სურვილი. ყველამ წარმოვიდგინოთ თავი მის ადგილზე, როდესაც სრულიად ცარიელ ადგილზე უსაფუძვლოდ გადანაშაულებენ და ასეთ მძიმე ფაქტს გაბრალებენ. ამ საკითხზე საზოგადოების მაღალი ინტერესია და შესაბამისად, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ კითხვებზე პასუხი გაეცა. რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ ამ დნმ-ის ჩადება მოხდა, არის აბსურდი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ესწრებოდნენ გამომძიებლების გარდა დაზარალებულების ოჯახის ადვოკატები, ოჯახის მიერ მიწვეული ექსპერტები და კრიმინალისტები“, - განაცხადა შოთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






