რუსეთის პატიმრობაში მყოფი უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს მდგომარეობდა გაუარსედა.
ამის შესახებ განცადებას მისი ადვოკატი, მარკ ფეიგინი აკეთებს.
ფეიგინის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სავჩენკომ 8 კილო დაიკლო და 50 კილოგრამზე ნაკლებს იწონის.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სავჩენკო შესაძლოა საავადმყოფოში გადაიყვანონ.
„მისი მდგომარეობა კრიტიკულია. უარს ამბობს ყველანაირ საკვებზე, სვამს მხოლოდ წყალს, რის გამოც ერთ კვირაში მან 8 კილოგრამი დაკარგა. შესაძლოა, სავჩენკო სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ“ - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის უკრაინელი მფრინავი ქალი, ნადეჟდა სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს, რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დასდეს ბრალი და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.
გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, სავჩენკო კვლავ რუსეთის საპატიმროში იმყოფება.
2014 წლის 13 დეკემბერს, სავჩენკომ გათავისუფლების მოთხოვნით შიმშლობა დაიწყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების გამო, 5 მარტს შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა 10 დღის შემდეგ კვლავ განაგრძო და დღემდე შიმშლობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






