"ნიუპოსტი" სრულად გთავაზობთ შსს-ს განცხადებას, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა:
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
თბილისის მერის, ბატონ გიგი უგულავას პასუხი შინაგან საქმეთა მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობისა და სამართალდამცავი ორგანოებისადმი აშკარა უპატივცემლობას. იგი საკუთარ თავს აყენებს კანონზე მაღლა. ის სიტყვით უარყოფს მის მიერ მოწმის სახით დაკითხვაზე უარის თქმას, მაგრამ თავისი ქმედებით გამოხატავს ასეთ უარს.
ბატონ უგულავას მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარი გამოიხატება სწორედ იმაში, რომ არ ცხადდება საგამოძიებო ორგანოში. დემაგოგიურია მისი განცხადება, რომ იგი ამით თითქოსდა პოლიციელებისა და გამომძიებლების ღირსებას იცავს. ბატონ უგულავას სამართლებრივად არა აქვს არავითარი უფლება, საგამოძიებო ორგანოებს თავად დაუდგინოს მოქმედების წესი, არამედ ვალდებულია, დაემორჩილოს მათ კანონიერ მოთხოვნებს.
მასალის გამოყენების პირობები






