ღუდუშაურის კლინიკის გენრალური დირექტორის მოადგილე მარინა გელანტია აცხადებს, რომ 42 წლის ქალბატონი კლინკაში გუშინ გარდაიცვალა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. პაციენტს დაუდგინდა ვირუსი, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, მოგვიანებით ვირუსის ტიპის დასადგენად ანალიზები გადაიგზავნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, სადაც დადგინდა, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა H1N1, ე.წ. ღორის გრიპი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი იყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში გრიპის შემთხვევების მატებას არ გამორიცხავენ. ზახაშვილის ცნობით, ბოლო სამი კვირაა შემთხვევების მატების ტენდენცია შეინიშნება.
,,შემთხვევებმა პიკს მიაღწია, თუ უკვე დაბლა ვეშვებით, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ გრიპის სეზონი ზოგადად 5-8 კვირაზე მეტხანს არ გრძელდება’’, - აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






