თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სომხების გენოციდთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებას პასუხობს და ყირიმში რუსეთის ქმედებების ახსნისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, სანამ პუტინი, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის დროს სომხების მკვლელობას „გენოციდს“ უწოდებს, ყირიმში განხორციელებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„რუსეთის მიერ სიტყვა „გენოციდის“ გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის. ვწუხვარ, რომ პუტინი ამ ნაბიჯზე წავიდა. ის, რაც უკრაინაში ხდება ყველასთვის ნათელია. პირველ რიგში ეს ქმედებები უნდა ახსნან და შემდეგ უწოდონ სომხების მკვლელობას „გენოციდი“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა ოსლმაეთის იმპერიის დროს დაღუპული სომხების მკვლელობას გენოციდი უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია ყოველთვის ობიექტური, თანმიმდევრული იყო, რაც გულისხმობს, რომ ეროვნების მასობრივი განადგურების გამართლება შეუძლებელია.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






