ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილმა რიცხვმა 4 300-ს გადააჭარბა, დაშავებულია 7000-ზე მეტი ადამიანი. განადგურებულია ინფრასტრუქტურა.
მსხვერპლია მეზობელ ქვეყნებშიც. მათ შორის, ჩინეთსა და ინდოეთში დაღუპულია 90-მდე ადამიანი.
ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს დილით მოხდა. განმეორებითი 6.7 მაგნიტუდის კი კვირას დაფიქსირდა. ბოლო 80 წლის განმავლობაში ნეპალში მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა სამხრეთ აზიაში არ დაფიქსირებულა.
ნეპალის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაავადების თავიდან აცილების მიზნით მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა მასობრივი კრემაცია დაიწყო.
ქვეყანაში უწყვეტად შედის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საჰაერო გზებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები აგზავნიან. კატმანდუს აეროპორტში უკვე დაეშვა ინდოეთის, ჩინეთის, პაკისტანის თვითმფრინავები. სამძებრო-სამაშველო ოპერაციების განსახორციელებლად უცხოელი პროფესიონალები უკვე ნეპალში იმყოფებიან. ხელისუფლების განცხადებით ნანგრევებიდან მოსახლეობის ამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






