საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის, დანაშაულის რეგისტრაციის მეთოდოლოგიის, ყოველთვიური დინამიკისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროებში შემავალ სტრუქტურულ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე. კერძოდ: შსს, საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.
წარმოდგენილი პრეზენტაცია მოიცავს რეგისტრირებული დანაშაულის განსაზღვრებას, დათვლა-დაანგარიშების ერთიანი ელექტრონული სისხლის სამართალწარმოების სტატისტიკური მოდულით და მის უპირატესობას 2012 წლამდე არსებულ მეთოდთან (ოპერატორის მიერ ხელით დათვლასთან).
პრეზენტაციაში მოცემულია დანაშაულის კლება-მატების ტენდენცია 2012 წლიდან დღემდე თვეების მიხედვით. ასევე ცალკეულ პუნქტებადაა გამოყოფილი იმ დანაშაულების განვითარების დინამიკა, რომლებიც გავლენას ახდენენ ზოგად კრიმინალურ ვითარებაზე და ასახავენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციას, კერძოდ როგორებიცაა: განზრახ მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, სხეულის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გატაცება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, და ნარკოტიკული დანაშაული.
პრეზენტაციაში გრაფიკულად ასახულია წინა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით და საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებული დანაშაულის განვითარების შედარებითი ტენდენცია თვეების მიხედვით.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის აღნიშნული საპრეზენტაციო მასალა.







































მასალის გამოყენების პირობები






