ნეპალში, 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 200-ს გადააჭარბა.
ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა 3218 ადამიანს, ხოლო დაშავებულთა - 6538-ს შეადგენს.
„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, მსხვერპლია მეზობელ ქვეყნებშიც. მათ შორის, ჩინეთსა და ინდოეთში დაღუპულია 90-მდე ადამიანი.
ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს დილით მოხდა. ბოლო 80 წელი ნეპალში მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა არ ყოფილა. განმეორებითი 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა კი გუშინ დაფიქსირდა.
ნეპალში უწყვეტად შემოდის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საჰაერო გზებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები აგზავნიან. კატმანდუს აეროპორტში უკვე დაეშვა ინდოეთის, ჩინეთის, პაკისტანის თვითმფრინავები. სამძებრო-სამაშველო ოპერაციების განსახორციელებლად უცხოელი პროფესიონალები უკვე ნეპალში იმყოფებიან.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






