კანადური CBC-ის წერს, რომ შავიზღვისპირეთში, რუსეთის კრასნოდარის ოლქის ქალაქ გელენჯიკთან, 750 000 კვადრატული მეტრის ფართობზე აშენებულია იტალიური სტილის სუპერფეშენებელური სასახლე, რომელსაც „პუტინის სასახლეს“ უწოდებენ. სასახლე იმდენად მდიდრულია, რომ თვით ვერსალსაც კი აღემატება, განსაკუთრებით თუ იმას გავიოთვალისწინებთ, რომ მის ტერიტორიაზე ულამაზესი აუზები, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნები, თეატრები, კაზინო და ეკლესიაც კი არის განთავსებული.
სასახლის არქიტექტორია ლანფრანკო ჩირილო, რომლის ჰონორარმა, დოკუმენტების თანახმად 48 მილიონი დოლარი შეადგინა. მას რუსეთის მოქალაქეობაც კი მიანიჭეს.
სასახლის შესახებ პირველი ინფორმაცია 2010 წელს რუსმა ბიზნესმენმა სერგეი კოლესნიკოვმა გაავრცელა, რომელმაც მის შესახებ ღია წერილით რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს მიმართა და აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრ პუტინისათვის, პირადი სარგებლობისათვის, საიდუმლოდ, ფეშენებელური სასახლე შენდებოდა. მანვე წერილში აღნიშნა, რომ სასახლის მშენებლობა მილიარდი დოლარი დაჯდა. „ეს თანხები ძირითადად შეგროვდა კორუფციის, ქურდობისა და მექრთამეობის ხარჯზე,“ - წერდა კოლესნიკოვი. იგი მედვედვს გამოძიების დაწყებას სთხოვდა.
Washington Post, BBC და სხვა უცხოური სააგენტოები იმ დროს წერდნენ, რომ სასახლის მშენებლობა პუტინის პრეზიდენტობის პირველ ვადაში დაიწყო და მას მოხმარდა თანხები, რომელიც რუსეთის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისათვის იყო განკუთვნილი.
ღია წერილის შემდეგ რუსულმა Wikileaks-მა სასახლის ფოტოსურათები გამოაქვეყნა. მსოფლიო საზოგადოება განცვიფრებული იყო სასახლის სიმდიდრით. რა თქმა უნდა მაშინ რუსეთის ხელისუფლებას არანაირი რეაგირება ამ ფაქტებზე არ მოუხდენია.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ეს სასახლე სხვადასხვა პირებზე იყო გაფორმებული, თუმცა, მათ კვალს ყოველთვის ვლადიმერ პუტინთან მიჰყავდა ჟურნალისტები.
სასახლის მშენებლობისთვის საჭირო თანხის ნაწილი პუტინის მეგობრებმა, შამალოვმა და გორელოვმა შემდეგი გზით მოიპოვეს: რუსეთის ეროვნული პროექტ „ჯანმრთელობის“ რუსეთის საავადმყოფოებს მათ ტომოგრაფიული აპრატურა ორმაგ ფასად მიაწოდეს. სწორედ ამ თანხის მეშვეობით იქნა აშენებული სასახლე. ეს ერთ-ერთი ეპოზოდია, რომლის შესახებაც უცხოური პრესა წერდა, სავარაუდოდ, მსგავსი თაღლითური ოპერაციები არაერთი ჩატარდა.
მასალები სასახლის შესახებ ხშირად ჩნდებოდა პრესაში, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების ყველა პრესსპიკერი პრეზიდენტ პუტინს ამ სასახლესთან კატეგორიულად უარყოფდა. 2011 წლის მარტში КоммерсантЪ Business Daily-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს სასახლე 350 მილიონ დოლარად ბიზნესმენმა ალექსანდრე პონომარენკომ შეიძინა. პონომარენკო, როგორც ცნობილია, პუტინის სამეგობრო წრეში შედის.
რამდენიმე დღის წინ ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის მიერ კიდევ ერთხელ იქნა წამოჭრილი ეს საკითხი, რაც 25 აპრილს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კატეგორიულად უარყო.
ამჟამად სასახლე ფორმალურად ООО «Комплекс»-ს ეკუთვნის, რომელიც ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული.
საინტერესოა, რომ google map-ზე სასახლის ტერიტორია აღნიშნულია როგორც PUTIN'S PALACE.






მასალის გამოყენების პირობები






